დასკვნითი ნაწილი

მასწავლებლის ჩართვა:

   ღმერთო  იცი, დედაჩემიც ღვთისმშობელია, ჩემი, საკუთარი ღვთისმშობელი. ახლა ასაკშია, ხელებიც უკოჟრიანდება, მაგრამ დღითიდღე მაინც ლამაზდება, მოხუცის სილამაზით.  ირგვლივ ყველაფერ სიკეთეს მას ვადარებ. თავბრუ რომ დამეხვევა და კედელს ვეძებ მისაყუდებლად, ის კედელია დედაჩემი, უფალო. ის კედელია, რომელიც არასოდეს მიღალატებს, ის სანთელია, რომელიც ხელში მიჭირავს, მაგრამ ანთების მეშინია, რადგან ჩაიწვება და მასზე წაკითხული ლოცვა დამრჩება მხოლოდ.
 მე უდედობის მეშინია!!!



ბავშვების პროლოგი:

   ,,ერთხელ მთელმა სოფელმა გადაწყვიტა ელოცათ, რომ წვიმა წამოსულიყო. დაგეგმილ დღეს ყველა შეიკრიბა, მაგრამ  მხოლოდ ერთმა ბიჭუნამ წამოიღო ქოლგა-ეს რწმენაა!!!“

   ,,როდესაც თქვენ აგდებთ ჰაერში პატარ ბავშვს, ის გიცინით, რადგან იცის, რომ მას აუცილებლად დაიჭერთ-ეს ნდობაა!!!“

   ,,ყოველ ღამით, როდესაც თქვენ იძინებთ, არ გაქვთ გარანტია, რომ ცოცოხლები გაიღვიძებთ, მაგრამ თქვენ მაინც აყენებთ მაღვიძარას დილისთის-ეს იმედია!!!“


   ,,ჩვენო საყავარელო დედებო, უფლის რწმენა, ადამიანების ნდობა და მომავლის იმედი არასოდეს მოგიშალოთ ღმერთმა!

   ძალიან გვიყვარხართ!“

No comments:

Post a Comment