წერილი დედას-ჯგუფი 4.

ჯგუფი 4

ლიდერის სიტყვა

   მოგესალმებით, ჩვენ სხვა ჯგუფების მსგავსად არ დაგამწუხრებთ. რაც შეეხება დავალებას-ჩვენ ისეთი სიტუაცია უნდა წარმოგვედგინა, როგორშიც შესაძლებელია თითოეული ჩვენგანი, ან ნებისმიერი თქვენგანი აღმოჩნდეს. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, მაინც ხშირად ვტკენთ ჩვენი საქციელით დედებს გულს. შემდეგ ვაცნობიერებთ შეცდომას და ბოდიშს ვუხდით ხოლმე მას.
   სწორედ ასეთ სიტუაციაში მყოფი ბავშვის მდგომარეობის გააზრებით უნდა მიგვეწერა პატიების წერილი დედისთვის.
წერილი ასეთი შინაარსის დავწერეთ:

წერილი დედას

   ,,დედა, შენ ჩემი სიცოცხლის წყარო ხარ. შენ მომავლინე ქვეყანას, ამიხილე თვალი, პირველი ნაბიჯის გადადგმაც შენ მასწავლე. შენ ზრუნავ ყოველთვის ჩემზე. შენ ხომ სიკეთის განსახიერება ხარ. ყოველ დღეს  მილამაზებ და მივსებ ღიმილით, სიხარულით, ცოცხლობ და სუნთქავ ჩემით და ჩემთვის.

   დედა, მადლობა რომ არსებობ და მილამაზებ ცხოვრებას. ყველაზე თბილი, ლამაზი და მზრუნველი, ეს ხომ შენ ხარ-დედა!
  ყველა შვილს გაემართლებინოს დედის ამაგი, გაემართლებინოს მისი იმედები და ყოველთვის სიხარულით და სიყვარულით ეთქვათ მისთვის:
,,დედა მიყვარხარ, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ!“

   ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენ, შვილები ისეთ ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც დედას გულს სტკენს, ადარდიანებს, მაგრამ ის ყოველთვის გვაპატიებს და დარიგებებს გვაძლევს, რომ ცხოვრებაში არ დავეცეთ, ამაყად ვიაროთ და სიმართლით ვიცხოვროთ.

   ახლაც ასე მოხდა...
   დედა, ვიცი რომ გაწყენინე, ისე არ მოვიქეცი, როგორც მარიგებდი, მაგრამ ეს ბავშვური დაუფიქრებლობით მომივიდა. ახლა ვხვდები, რომ ასე არ უნდა მოგქცეოდი, დედის წყენინება როგორ შეიძლება!

   დედა, ვიცი შენი სიყვარული ჩემს მიმართ უკიდეგანოა და გულში უკვე აღარ მიწყრები, მაგრამ მე მაინც მინდა ჩემი საქციელის გამო ბოდიში მოგიხადო და გულით გთხოვო:
,,დედა, ჩემო საყვარელო, მაპატიე, თუ ოდესმე რამე გაწყენინე!“



***
დედაზე ტკბილი და საყვარელი,
ხომ არც არსებობს, არც არსებულა.
დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,
არც ითქმება და არც ადრე თქმულა.

დედა-ეს სიტყვა, ყველაფერს უდრის
სიცოცხლეს,სითბოს, სიხარულს,მზესაც
და მის საშველად ცეცხლზეც რომ დამწვან,
სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.

დედა, ეს არის ისეთი ძალა,
კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,
მას ყველაფერი დაეჯერება
მშობელი დედა რომ დაიფიცოს.

სანამ დედა მყავს არ დავბერდები
ასე ამბობენ, ასე მღერიან,
ადრე დაობლდე, ან გვიან თუნდაც,
დედას სიკვდილი არ უწერია.

***
დედი, დედი, ჩემო დედი, შენ ხომ ცა ხარ მზეზედ მეტი,
შენ ხომ ზღვა ხარ, დაუშრობლად რომ დუდუნებს, მე კი ველი,
ველი სითბოს, მაგ გულიდან გამოსროლილ ვარსკვლავს ველი,
დედი შენ ხომ მე მაჩუქე ეს ცხოვრება, მრავალფერი,
ქვეყნად მოსვლის შანსი მომეც და მანახე ცა და ველი,
მეტი აბა რაღა გითხრა, მიყვარხარ და პატიებას ველი! 



           ჯგუფის წევრები:

               1.    კოჟორიძე მარიამი  (ლიდერი);
               2.    გაჩეჩილაძე საბა;
               3.    გიორგაძე ნინო;
               4.    გიქოშვილი გივი;
               5.    ივანიძე ლინდა

No comments:

Post a Comment