წერილი დედას-ჯგუფი 1.

ჯგუფი 1

ლიდერის სიტყვა

   მოგესალმებით, ჩვენ ვართ იმ ჯგუფის წევრები, რომლებსაც თავი უნდა წარმოგვედგინა ბავშვთა სახლში, დედისაგან მიტოვებული პატარების ადგილას, გაგვეთავისებინა მათი ტკივილი, განცდა, დედის ალერსის ნაკლებობა და ამ ემოციით მიგვეწერა ტკივილიანი და სევდიანი მონატრების წერილი დედისთვის.
ჩვენმა ჯგუფმა ჯერ ცალკ-ცალკე მოვიფიქრეთ, რას ვიგრძნობდით ასეთ სიტუაციაში და ბოლოს, ასეთი წერილი მივწერეთ დედას:

წერილი დედას

   ,,გამარჯო ჩემო  უცნობო  დედა! ეს მე ვარ, პატარა, რომელიც არ ვიცი რატომ, მაგრამ მიატოვე. მე გავიზარდე, უკვე მე-5 კლასში ვარ, წერა-კითხვაც შემიძლია და კარგადაც ვსწავლობ, მაგრამ გულში ყველაზე დიდი ადგილი ცარიელი და გაყინულია, მის ადგილას კი მონატრება და ტკივილია ჩაბუდებული.
  აქ, ბავშვთა სახლში ყველანი კარგად მექცევიან, მაგრამ ჩემთვის დედის ალერსი და მოფერება ვერავისმა ალერსმა და მოფერებამ ვერ შეცვალა. შენგან ეს არასდროს მიმიღია, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, ეს როგორი იქნებოდა.

   ამბობენ, დედები ყოველთვის გრძნობენ შვილების ცუდად ყოფნას. თუ ეს მართალია, მომძებნე, მოდი ჩემთან, მე ყველაფერს, უშენოდ გატარებულ ყოველ წუთს გაპატიებ.
   იქნებ ბევრი ღამე გაგითენებია შენც ჩემზე ფიქრში, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ერთად არ ვართ, მარტო ვართ ჩვენს ფიქრებთან და ტკივილთან.
   ძილის წინ, მთელი ღამე ვოცნებობ, მინდა წარმოგიდგინო, როგორი ხარ. ოდესმე ქუჩაში რომ შევხვდეთ, ნეტავ თუ ვიცნობთ ერთმანეთს, მეშინია, რომ გვერდს ისე ჩავუვლით, როგორც ჩვეულებრივი გამვლელები.

  დედა, შენი ერთი გაღიმება საკმარისი იქნებოდა ჩემთვის ბედნიერების შესაგრძნობად. თუნდაც ფეხზე დახეული ფეხსაცმელი, ან დახეული ტანსაცმელი მცმოდა, მაინც ამაყად ვიტყოდი, რომ ის დედამ მიყიდა.

....ვგრძნობ, როგორ მჭირდები,
...ვიცი, შენც გჭირდება ჩემი პატარა ხელები შენს კისერზე.
...ვიცი, რომ ჩემი გულის ნაწილი გაკლია,
...შენი ჩახუტებით ყველა დარდს გავუმკლავდები და ყველაფრის გადატანას შევძლებ.

   დედა, დავიღალე უშენოდ ცხოვრებით, მინდა დამიბრუნდე, ჩაგეხუტო, შენი თმის სურნელი ვიგრძნო.
...არასოდეს გკითხავ, რატომ მიმატოვე, ჩემი პატარა გულით უკვე ყველაფერი გაპატიე.

   დედა, უსაზღვროდ მიყვარხარ, მენატრები. მჯერა, რომ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, რომელზეც ჩემი ცრემლია დაღვრილი, მომძებნი, ხელს ჩავკიდებთ ერთმანეთს და წავალთ აქედან  შორს, ძალიან შორს. იქ, სადაც ყოველი დღე შენი სიყვარულით დაიწყება და დამთავრდება.“


                           ***
''დედა!...დღეს რაღაცა უნდა გთხოვო
უნდა გამიხდე ამის თავდები....
რომ არასოდეს არ მიმატოვებ....
რომ არასოდეს არ დამთავრდები!...

დღეს მომენატრე როგრც არასდროს...
ვეღარ ვმშვიდდები ვეღარ ვწყნარდები ...
სულ გაყინული მარტოობისგან...
უნდა გამათბო,  ნუ დამზარდები .

დედა,  უშენოდ გავნიავდები...
ვიწყები ფიქრით,  ვიწყები ლოცვით...
მერე ცრემლით და ნატვრით ვმთავრდები....
მანამდე ვიდრე მომედარდები
შენ ხომ გიყვარვარ, ხომ დაბრუნდები?
უნდა გამიხდე ამის თავდები!..."



       ჯგუფის წევრები:

              1.    ლომიძე ირაკლიმ  (ლიდერი);
              2.    ანტიმინიუკი ანა;
              3.    ზაზაძე ნათია;
              4.    მაისურაძე ანა;
              5.    მინაძე მარიამი;
              6.    ლომიძე ომარი

No comments:

Post a Comment