წერილი დედას-ჯგუფი 2.

ჯგუფი 2

ლიდერის სიტყვა

   მოგესალმებით, ჩვენ იმ ჯგუფის წევრები გახლავართ, რომლებსაც თავი უნდა წარმოგვედგინა უცხოეთში, სასწავლებლად წასული ბავშვების ადგილას. უნდა გადმოგვეცა ჩვენი განცდა, თუ რას ვიგრძნობდით დედისგან შორს, მის ჩახუტებას და ღიმილს მოკლებულები და მიგვეწერა მონატრების წერილი მისთვის.
   ჩვენც ჯერ ცალკ-ცალკე დავწერეთ ჩვენი აზრები, შემდეგ შევაერთეთ და ასეთი წერილი მივწერეთ საყვარელ დედას:

წერილი დედას

   ,,საყვარელო დედა, იცი, როგორ მომენატრე? შენთან სიშორე ჩემთვის აუტანელია. მართალია ჩემს მომავალზე ზრუნავდი, როცა საზღვარგარეთ გამომიშვი სასწავლებლად, მაგრამ ძალიან მიჭირს შენთან განშორება. მართალია, ხშირად ვსაუბრობთ ინტერნეტით, მაგრამ შენი სუნი მომენატრა, სითბო და ალერსი, შენი ნაზი გამოხედვა, მზრუნველობა და გაბრაზებაც კი. ჩემი საქციელი რომ არ მოგწონდა და მტუქსავდი, ის წუთები და წამებიც მომენატრა.

   დედა, აქ, ჩემს მეგობრებსაც ძალიან ენატრებათ დედა, მაგრამ მე ყველაზე მეტად... დედის დღე რომ ახლოვდებოდა, ლექსიც კი დაგიწერე:
     ,,დედა, შენ ჩემი ვარდი ხარ,
     ოქროს მზე სამი მარტისა,
     დედის დღე არის ქალისა,
     მშვიდობიანი დარისა,
             მნათობი ჩემი სახისა,
             ფერად-ფერადი ვარდისა!“

   ჩემო დედა, დღეებს თითებზე ვითვლი, როდის ჩამოვალ და ჩაგეხუტები გულში, გეტყვი, როგორ უსაზღვროდ და უკიდეგანოდ მყვარებიხარ, რომ აქ, შენგან შორს, შენნაირი სიყვარულის და სითბოს მოცემა ვერავინ შეძლო.

,,დედი, ჩემო  საყვარელო,
კეთილო და ენამზე,
მშვენიერო, სანატრელო
გლოცავ ყველა ენაზე!
           დედი, ჩემო ტკბილზე ტკბილო,
           სხივნათელო, მზეთამზე,
           დედოფალო, თბილზე თბილო,
           საამაყო ყველაზე!“
   ჩემო დედა, შენ ჩემი სუნთქვა ხარ, შეუცვლელი და ერთადერთი, ვისაც უანგაროდ ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ.
  არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა უფრო კეთილმოქმედი და ცრემლები, უფრო მისავალი შემოქმედთან, ვიდრე დედისა“


                                  ***
,,კარგი დედა, ნუ ტირიხარ, ნუ ტირიხარ რა!
ღიმილი და სიხარული რატომ ჩაგიქრა.
აქ სწავლით ხომ ამაყი ხარ, ჩემი ბედითა,
დედა, შენი ჩახუტება, აღარ მეღირსა.

ნუ ტირიხარ, გეხვეწები, ნუ მისერავ გულს.
შენზე უფრო, შენი ნახვა, შენ შვილს უფრო სურს.
ეს ოხერი დრო გაირბენს, მალე გნახავ მე.
ნუ ტირიხარ, შემოგევლე, შენი ჭირიმე.

ნუ ტირიხარ, ჩემო დედა, გეყო ფიქრები.
ძაან მალე, გეფიცები, ერთად ვიქნებით.
ახლა მივხვდი შენი ფასი, თუ რა ყოფილა.
დედა-შვილის სიყვარული, სად გაყოფილა?!

ამიტომაც გამიმაგრდი, არ იდარდო რა?!
რომ ჩამოვალ ყურში ჩუმად მინდა რომ გითხრა:
მე შენს მეტი ჩემო დედა, არვინ მინდა სხვა.
ისე მწარედ ჩაგეხუტო, ვერაფერი თქვა.
ამიტომ გთხოვ, დამელოდე, ნუ იდარდებ ბევრს,
კარგი დედა, უჩემობას ნუ იტირებ მეტს!“


          ჯგუფის წევრები:

                    1.    ხომასურიძე ანა (ლიდერი)
                    2.    გვარამაძე ელენე;
                    3.    კახიძე ნინო;
                    4.    ნადირაძე ნიკა;
                    5.    ყურმაშვილი მარიამი


No comments:

Post a Comment