Saturday, March 21, 2015

კლასის საათის გეგმა


სადამრიგებლო საათი     (Vდ კლასი)   
კლასის ხელ-ლი მაია თათეშვილი
1

სადამრიგებლო საათის თემა
დედა-შვილობა/წერილი დედას

2

სადამრიგებლო საათის მიზანი
პიროვნული, მორალური და სოციალური უნარების განვითარება, სხვადასხვა სიტუაციაში მყოფი ადამიანების განცდების გაზიარება და სხვათა ემოციების საკუთარ თავზე გამოცდა, თანაგანცდის უნარის განვითარება.
3

მიმდინარეობა/მეთოდი
მოსწავლეთა ჯგუფების პრეზანტაციები-ჯგუფებისთვის როლების განაწილებით.
4

დროის განაწილება
გაიმართება ორი შეხვედრა პრეზენტაციების მომზადებამდე, პირველ შეხვედრაზე გონებრივი იერიშით მოხდება შერჩეული თემის მიხედვით ჯგუფებისთვის დავალებების შერჩევა, მეორე შედხვედრაზე ჯგუფური მუშაობით მოახდენენ  მიცემული დავალებების შედეგების  ერთმანეთისთვის გაცნობას და მოახდენენ საბოლოო საპრეზენტაციო პოსტერების მომზადებას, ბოლო შეხვედრაზე მოხდება პრეზენტაცია.
5

რესურსები
ფორმატის ქაღალდები, მარკერები,  ფერადი ფანქრები, ფერადი ქაღალდები.
6

თვითშეფასება
მოსწავლეები შეავსებენ კითხვარს, თუ რაიყო კარგი და საინტერესო, ან რისი გაუმჯობესებაა საჭირო
7

განხორციელების დრო
მარტი,  2015 წელი

No comments:

Post a Comment